ესეს ნიმუში

ესე მოკლე ნაშრომია, რომელშიც ერთ მთავარ აზრს ამტკიცებ. ეს აზრი — თეზისი — შესავლის ბოლოს ერთი-ორი წინადადებით იწერება, და მთელი დანარჩენი ტექსტი მას ემსახურება.

ძირითადი ნაწილი პარაგრაფებად იყოფა. კარგ პარაგრაფს ერთი არგუმენტი აქვს: იწყება წინადადებით, რომელიც ამ არგუმენტს აცხადებს, მერე მოდის მტკიცებულება — ციტატა, მონაცემი ან მაგალითი წყაროს მითითებით — და ბოლოს იმის ახსნა, რატომ უჭერს ეს მხარს თეზისს. დასკვნა ახალ ინფორმაციას აღარ შეიცავს: აჯამებს, რა დაამტკიცე, და პასუხობს კითხვას, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.

თეზისი თემის გამეორება არ არის — ის პოზიციაა, რომელსაც მკითხველი შეიძლება არ დაეთანხმოს. „შუშანიკის წამება“ ტანჯვის ამბავია — ეს თემაა; „შუშანიკის წამება“ მორალური გამარჯვების ამბავია და არა დამარცხების — ეს უკვე თეზისია, და ქვემოთ მოცემულ ესეში მას ყოველი პარაგრაფი ასაბუთებს.

ესეზე ყველაზე ხშირი შენიშვნებია: თეზისი ბუნდოვანია ან საერთოდ არ ჩანს; პარაგრაფებში არგუმენტის ნაცვლად ფაქტების ჩამონათვალია; საწინააღმდეგო მოსაზრება არ არის განხილული; დასკვნა ახალ თემას იწყებს. ფორმატი, თუ ლექტორი სხვას არ ითხოვს, რეფერატისას ჰგავს: 12-იანი შრიფტი და 1.5 ინტერვალი.

საუნივერსიტეტო ესე ყველაზე ხშირად 1000–2000 სიტყვაა. მოკლე ესეს სარჩევი არ სჭირდება, თუმცა ზოგი ლექტორი მაინც ითხოვს თავფურცელს, სარჩევს და ბიბლიოგრაფიას. თუ წყაროებს იყენებ, ციტირება აუცილებელია — ტექსტში ან სქოლიოში, როგორც ლექტორი მოითხოვს. ქვემოთ ორი ესეა, ლიტერატურისა და ბიზნესის თემებზე, სრული ტექსტით.

ესეს ნიმუში — სრული ტექსტით

ესე ძველი ქართული ლიტერატურა

რწმენა და ნება „შუშანიკის წამებაში“

კონფლიქტის კულმინაცია სერობის ეპიზოდია, სადაც შუშანიკის ხასიათი სრული სიმძაფრით ვლინდება. ის, ვინც მრავალი დღეა უზმოდაა, კვლავ უარს ამბობს საჭმელზე, ხოლო როდესაც ჯოჯიკის…

6 გვერდი · 3 წყარო

ესე ბიზნესი

ქართული სტარტაპები: ვინ აფინანსებს და რა გამოდის

სააგენტოს საგრანტო პროგრამები არ შემოიფარგლება ფინანსური დახმარებით და სტარტაპების განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული. ამის დასტურია, რომ…

9 გვერდი · 3 წყარო

გჭირდება ესე შენს თემაზე?

მოგვწერე თემა და მოთხოვნები — შეკვეთამდე უფასოდ შევაფასებთ. ესე შთაგონებაში.

შეუკვეთე

ხშირად დასმული კითხვები

რამდენი სიტყვა უნდა იყოს ესე?

უნივერსიტეტში ყველაზე ხშირად 1000–2000 სიტყვას ითხოვენ. თუ მოთხოვნა გვერდებშია, 12-იანი შრიფტით და 1.5 ინტერვალით ერთ გვერდზე დაახლოებით 250–300 სიტყვა ეტევა.

სჭირდება თუ არა ესეს სარჩევი?

მოკლე ესეს — როგორც წესი, არა. სარჩევი საჭიროა, როცა ესე ქვესათაურებად იყოფა ან ლექტორი სრულ ფორმატს ითხოვს: თავფურცელი, სარჩევი, ბიბლიოგრაფია.

შემიძლია ნიმუში ჩემს ნაშრომად ჩავაბარო?

არა. ნიმუში საიტზე ღიად დევს, ამიტომ Turnitin და სხვა პლაგიატის სისტემები მას მაშინვე დაამთხვევენ. გამოიყენე როგორც მაგალითი — როგორ არის აწყობილი სტრუქტურა, როგორ იწერება ციტირება და ბიბლიოგრაფია. შენი ნაშრომი შენს თემაზე და შენი ლექტორის მოთხოვნებით უნდა დაიწეროს.

წაიკითხე ასევე

სხვა ნიმუშები: რეფერატის ნიმუშიპრეზენტაციის ნიმუშისაბაკალავრო ნაშრომის ნიმუშისამაგისტრო ნაშრომის ნიმუში